დიმიტრი ნადირაშვილი
ფსიქოლოგი
დაბადების თარიღი 1961
დიმიტრი ნადირაშვილი დაიბადა 1961 წლის 17 ივნისს,თბილისში.
დ. ნადირაშვილმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2005 წელს - სადოქტორო დისერტაცია.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მუშაობს განწყობის თეორიისა და გეშტალტთერაპიის ინტეგრაციულ მოდელზე.
1995-2007 წწ. სამედიცინო გამოყენებითი და ზოგადი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის პრორექტორია.
2000 წელს მუშაობდა სანფრანცისკოში, როლო მეის სახელობის კვლევით ინსტიტუტში (აშშ).
2007 წლიდანთბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ხელმძღვანელობდა მისი ავტორობით შექმნილ სამაგისტრო პროგრამას განწყობის ფსიქოლოგიაში.
2005-2011 წწ. ხელმძღვანელობდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებას.
2011 წელს დააარსა და ხელმძღვანელობს კავკასიის მასშტაბით, ევროპაში ინტეგრირებულ პირველ "საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტს", რომელიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროგრამით ამზადებს სპეციალისტებს.
2005-2017 წწ. ეწეოდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელობას;
2011 წლიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი, განწყობის ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დამფუძნებელი, აკადემიური საბჭოს წევრი. დ.ნადირაშვილი არის 6 მონოგრაფიისა და მრავალი ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პირველი ქართულენოვანი გეშტალტთერაპიული სახელმძღვანელოს ავტორი..
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2009 - დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემია.
დ. ნადირაშვილი არის 6 მონოგრაფიისა და მრავალი ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პირველი ქართულენოვანი გეშტალტთერაპიული სახელმძღვანელოს ავტორი:
გეშტალტთერაპია = Gestalt therapy : თეორია და ტექნიკა (თანაავტორი). - თბილისი, მწიგნობარი, 2018. - 328გვ.. - ISBN: 9789941473364
მოზარდთა ანტისოციალური ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური პრევენცია (თანაავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2011. - 248გვ.. - ISBN: 978-9941-11-272-0
სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენა განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის თვალსაზრისით (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2009. - 301გვ.. - ISBN: 9789941404535
ნარკომანიის პრევენციის ფსიქოლოგიურ-სოციალური საფუძვლები : კრებული (რედაქტორი). - თბილისი, ნეკერი, 2009. - 215გვ.. - ISBN: 978-9941-404-48-1
ეგზისტენციალური გეშტალტ თერაპია = Existential Gestalt therapy (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2007. - 189გვ.. - ISBN: 9789994091171
ფსიქოლოგიური გავლენა : განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის თვალსაზრისით (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2006. - 236გვ.. - ISBN: 9994045431
ფსიქოლოგიური გავლენა და განწყობის კანონზომიერებანი : ავტორეფ... ფსიქ. მეცნ. დოქტ. 19.00.05 (ავტორი). - თბილისი, 2005. - 88გვ.